Posts

ტრენინგის მეცხრე დღეს სათითაოდ განვიხილეთ ყველას პორტფოლიო რამაც საშუალება მოგვცა გავცნობოდით ერთმანეთის ნამუშევრებს.შემდეგ ჩვენი პორტპოლიოები ავტვირთეთ ბლოგზე
პროექტის პორტფოლიო

ტრენინგი მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვისაუბრეთ დიფერენცირეაზე,სევურჩიეთ აქტივობები სპეციალური საჭიროების მქონე,არაქართულენოვან მოსწავლეებს და ნიჭიერ მოსწავლეებს აქტივობები და სევტანეთ გეგმაში.ვისაუბრეთ აგრეთვე მენეჯმენტზე,ფასილიტაციაზე,რაც დაეხმარებათ მოსწავლეებს უკეთ გააზრებაში.ბოლოს ბლოგში გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციაებს და დაუწერეთ კომენტარები

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია,რამაც დაგვაფიქრა რომ მოსწავლეს უნდა მივცეთ ისეთი დავალება რომ მან შეძლოს მისი შესრულება და საავტორო უფლებების დასაცავად ვებ-გვერდების მისამართები შევინახეთ ლიტერატურის შაბლონში. შემდეგ ვიმუშავეთ გეგმაში განვიხილეთ ჩვენს მიერ შერჩეული კრიტერიუმები და შევიტანეთ ცვლილებები

პროექტის პრეზენტაცია

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ და ვისწავლეთ  პრეზენტაციების გაკეთება,ვისწავლეთ მისი ატვირთვა რასაც გამოვიყენებთ პროექტის დროს.პრეზენტაციის გაკეთება უფრო მრავალფეროვანს გახდის ჩვენს პროექტს.გავეცანით საავტორო უფლებებს  და ვიმუშავეთ გეგმაში.
დღეს გავაკეთეთ პრეზენტაცია,რაც დაგვეხმარება ბავშვებში გამოვიწვიოთ ინერესი თემასთან დაკავშირებით. ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე, ავღწერეთ სასწავლო პროცესის ციკლი, ამით კიდევ ერთხელ გავიაზრე ჩემი პროექტი, გამიჭირდა სრული ციკლის აღწერა რადგან მეგონა რომ სასწავლო პროცესი სრულად მქონდა გააზრებული მაგრამ აღმოჩნდა ისეთი საკითხები რაც არ გამითვალისწინებია და ამ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ მომიწევს დაფიქრება.