Posts

Showing posts from September, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია,რამაც დაგვაფიქრა რომ მოსწავლეს უნდა მივცეთ ისეთი დავალება რომ მან შეძლოს მისი შესრულება და საავტორო უფლებების დასაცავად ვებ-გვერდების მისამართები შევინახეთ ლიტერატურის შაბლონში. შემდეგ ვიმუშავეთ გეგმაში განვიხილეთ ჩვენს მიერ შერჩეული კრიტერიუმები და შევიტანეთ ცვლილებები

პროექტის პრეზენტაცია

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ და ვისწავლეთ  პრეზენტაციების გაკეთება,ვისწავლეთ მისი ატვირთვა რასაც გამოვიყენებთ პროექტის დროს.პრეზენტაციის გაკეთება უფრო მრავალფეროვანს გახდის ჩვენს პროექტს.გავეცანით საავტორო უფლებებს  და ვიმუშავეთ გეგმაში.
დღეს გავაკეთეთ პრეზენტაცია,რაც დაგვეხმარება ბავშვებში გამოვიწვიოთ ინერესი თემასთან დაკავშირებით. ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე, ავღწერეთ სასწავლო პროცესის ციკლი, ამით კიდევ ერთხელ გავიაზრე ჩემი პროექტი, გამიჭირდა სრული ციკლის აღწერა რადგან მეგონა რომ სასწავლო პროცესი სრულად მქონდა გააზრებული მაგრამ აღმოჩნდა ისეთი საკითხები რაც არ გამითვალისწინებია და ამ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ მომიწევს დაფიქრება.

ტრენინგის III დღე

ტრენინგის მესაამე დღეს გეგმაში შევიტანეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტები.გეგმა მოვარგე ჩემს მიერ არჩეულ თემასთან,რაც არ იყო ჩემთვის ახალი. თემასთან დაკავშირებით აგრეთვე შევადგინეთ სკვანძო სიტყვები.რაც დაგვეხმარება რომ მოსწვლეებს მივცეთ სწორი მიმართულება,აგრეთვე დაეხმარებათ მათ უკეთ გააზრებაში.გამოუმუშავებს მაღალ სააზროვნო უნარებს.

I და II დღე

მივიღე ზოგადი ინფორმაცია პროექტით სწავლებაზე,რაც ჩემთვის იყო ახალი და საინტერესო.ვფიქრობ ჩემ მოსწავლეებსაც დააინტერესებთ და გაზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში და აუმაღლებს მათ მოტივაციას.მეორე დღეს  დავიწყეთ ბუკლეტის შექმნა რაშიც თავმოყრილია მოკლედ იმ პროექტის შესახებ რომლის დაგეგმვასაც ვაპირებ.გამიჭირდა შაბლონში მუშაობა და გადავწყვიტე მასზე ვიმუშაო ვორდის ფურცელზე.